რეზონანსი
29.09.2022

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის მკვიდრ მოსახლეობას რუსულ ენაზე მიმართა და მოუწოდა, არსებული ხელისუფლების წინააღმდეგ იბრძოლონ, რომელიც რუსეთის მოქალაქეებს უკრაინაში ომში იწვევს.

„დაღესტანელები არ უნდა იღუპებოდნენ რუსეთის სამარცხვინო ომში. ჩეჩნები, ინგუშები, ოსები, ჩერქეზები და ნებისმიერი ხალხი, ვინც მოხვდა რუსეთის დროშის ქვეშ, სულ, 200-მდე ხალხი. თქვენ იცით, ვინ გიწვევთ თქვენ ყველას უკრაინაში საომრად.

თქვენ კი რა გსურთ? დარწმუნებული ვარ, რომ გსურთ სიცოცხლე. დარწმუნებული ვარ, რომ დაიღალეთ სიცრუით. დარწმუნებული ვარ, რომ იცით: ბრძოლა საჭიროა ახლა! ჩვენ ვხედავთ, რომ ეწინააღმდეგებით დანაშაულებრივ მობილიზაციას, რომლითაც რუსეთის ხელისუფლებას სურს შეწყვიტოს თავისი საკადრო არმიის და თავისი დანაშაულებრივი ბრძანებების ჩავარდნა. იბრძოლეთ, რომ არ დაიღუპოთ!" - აცხადებს ვიდეომიმართვაში ზელენსკი.

მან რუსეთის მკვიდრ მოსახლეობას მოუწოდა, დაიცვან საკუთარი თავისუფლება ქუჩებს და მოედნებზე, რათა შემდეგ არ მოუწიოთ ბრძოლა მთებსა და ტყეებში სიცოცხლის უფლების მოსაპოვებლად.

„იბრძოლეთ! დაამარცხებთ" , - ამ სიტყვებით დაასრულა ზელენსკიმ თავისი მიმართვა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×