რეზონანსი
30.09.2022

დღეს გამოვიდა კეზერაშვილი და თავიდან ბოლომდე აღიარა, რომ ის არის ოლიგარქი. ანუ მას აქვს სისხლიანი ფული, ხალხის ძარცვით ნაშოვნი. თავდაცვის მინისტრი იყო და ერთ თვეში გახდა მილიარდიანი ბრუნვის მქონე კომპანიის მფლობელი. ნაძარცვი ფულით. ახლა ცდილობს, პოლიტიკაზე გავლენის მოპოვებას, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების’’ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ეთერში განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, უკრაინული კანონის მიხედვით, კეზერაშვილი ოლიგარქის ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს და რადგან საქართველო არის კულტურული ქვეყანა, კეზერაშვილი ამ ქვეყანას არ შეეფერება.

,,დღეს წერილი გამოაქვეყნა და აღიარა, რომ ის არის ოლიგარქი. მას აქვს ნაძარცვი ფული, პირდაპირ ერევა პოლიტიკაში და პირდაპირ ერევა მედიაში. პირდაპირ თქვა ვაფინანსებ ამ ხალხსო. ანუ, აფინანსებს პოლიტიკოსებს, აფინანსებს მედიას. ეს არის ოლიგარქი. უკრაინული კანონი რომ აიღოთ, ეს არის ოლიგარქის პირდაპირი განმარტება. მას აქვს ნაძარცვი ფული, რაც ცალკე უნდა აღინიშნოს. ქართველი ხალხის ნაძარცვი ფული აქვს წაღებული და ამ ფულის ინვესტირებას ახდენს ახლა პოლიტიკაში და მედიაში იმისათვის, რომ ხელისუფლება შეცვალოს. ეს პირდაპირ თქვა ამ წერილში. პირდაპირ, ბრიყვულად მოუვიდა ეს, მაგრამ აღარა, რომ ის არის ოლიგარქი. რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანაში არის საჭირო დეოლიგარქიზაცია და ასეთი ადამიანები არ უნდა ფლობდნენ არავითარ გავლენას, ელემენტარულ გავლენასაც კი ქართულ პოლიტიკაზე და მედიაზე. ასეთი კრიმინალების ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ უნდა იყოს. ჩვენ ვართ კულტურული ქვეყანა და კეზერაშვილი ჩვენს ქვეყანას არ შეშვენის. შესაბამისად, დეოლიგარქიზაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი,’’ - განაცხადა კობახიძემ.

დავით კეზერაშვილის განცხადებით, მას არ აქვს უფლება, ბიძინა ივანიშვილის მიერ მიტაცებული ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში, სამოქალაქო საზოგადოებასა და მის აქტიურობას მხარი არ დაუჭიროს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×