რეზონანსი
30.09.2022

ბათუმის მე-7 საჯარო სკოლის დირექტორი სკოლაში მომხდარი ფაქტის გამო​ თანამდებობას დატოვებს. ინფორმაცია აჭარის განათლების მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა დაადასტურა:

"სამინისტრომ მოიკვლია აღნიშნული ფაქტი, შესწავლილი იქნება დოკუმენტარულად, როგორ მოხდა აღნიშნული რესურსი სკოლის სივრცეში, ვისი ინიციატივით მოხდა დამზადება, სკოლის სივრცეში განთავსება და ამ მოკვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ სასწავლო რესურსების შერჩევის დროს ყველა ის მნიშვნელოვანი ასპექტი, რომელიც უნდა იყოს დაცული, ამ შემთხვევაში იყო დარღვეული და ადგილი ჰქონდა კანონმდებლობის დარღვევას. შესაბამისად იმის გათვალისწინებით, რომ სასწავლო რესურსების შერჩევა, იქნება ეს: სახელმძღვანელო, დამატებითი რესურსი თუ სხვა მნიშვნელოვანია სკოლის დირექცია და მთლიანად საგანმანათლებლო სივრცე მეტი პასუხუსმგებლობით მოეკიდოს ამ საკითხს. ვინაიდან ვსაუბრობთ ქვეყნის კანონმდებლობაზე და ბავშვების მომავალზე. აქედან გამომდინარე იმ გარემოების გათვალისწინებით, რაც დადგინდა მოკვლევის საფუძველზე, სამინიტრომ მიიღო გადაწყვეტილება და მითითებული საჯარო სკოლის დირექტორი დღესვე დატოვებს თანამდებობას",- განაცხადა მაია ხაჯიშვილმა. 

გუშინ, TV25-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბათუმის მეშვიდე საჯარო სკოლის დირექტორმა მოსწავლეს სასწავლო პროცესი იმის გამო დაატოვებინა, რომ მოზარდმა კედლიდან რუსეთის დროშა ჩამოხია. გარდა ამისა, დაწესებულებაში აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდაა აღიარებული. ამას ის ფაქტი მოწმობს, რომ სკოლის შენობის კედელზე აფხაზეთის დროშაა განთავსებული.

ფაქტთან დაკავშირებით აჭარის განათლების სამინისტრომ მოკვლევა დაიწყო, მინისტრ მაია ხაჯიშვილის განცხადებით, დაირღვა საქართველოს კანონმდებლობა როს გამოც სკოლის დირექტორთან სამინისტრომ შრომითი ხელშეკრულება შეწყვიტა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×