რეზონანსი
30.09.2022

მინდა გითხრათ, რომ ამირან გამყრელიძე სისტემაში რჩება, რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის ფარგლებში აგრძელებს კონსულტატის პოზიციაზე მუშაობას დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც გაბუნია განმარტავს, ამირან გამყრელიძე კვლავ სისტემაშია და ცენტრს საკუთარ რჩევას და გამოცდილებას უზიარებს.

„მინდა გითხრათ, რომ ამირან გამყრელიძე რჩება სისტემაში, რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის ფარგლებში აგრძელებს კონსულტატის პოზიციაზე მუშაობას დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან. ჩვენ გვაქვს მისი რჩევის და გამოცდილების მიღების შესაძლებლობა მიმდინარე პერიოდში. ის სისტემაში კვლავაც არის", - აღნიშნავს გაბუნია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×