რეზონანსი
30.09.2022

უკრაინა მზადაა რუსეთთან დიალოგისთვის რუსეთის სხვა პრეზიდენტთან, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

კერძოდ, მან აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინთან თანაარსებობის შესახებ შეთანხმება შეუძლებელია, ამიტომ უკრაინას დიალოგი რუსეთის სხვა პრეზიდენტთან ექნება.

"პირველი - მშვიდობას მხოლოდ უკრაინის გაძლიერებისა და ჩვენი მიწიდან ოკუპანტების განდევნის გზა აბრუნებს. ჩვენ ამ გზით წავალთ.

მეორე - უკრაინა იყო და რჩება ლიდერი სამომლაპარაკებლო ძალისხმევაში. სწორად ჩვენი სახელმწიფო ყოველთვის სთავაზობდა რუსეთს თანაბარ პირობებზე თანაცხოვრებაზე დათანხმებას. სწორად ჩვენი სახელმწიფო ყოველთვის სთავაზობდა რუსეთს თანაბარ, პატიოსან, ღირსეულ და სამართლიან პირობებით თანაცხოვრებაზე შეთანხმებას. ცხადია, რომ რუსეთის ამ პრეზიდენტთან ეს შეუძლებელია", - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ვლადიმირ პუტინმა "არ იცის რა არის ღირსება და პატიოსნება".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×