რეზონანსი
30.09.2022

ჩვენ მტკიცედ ვგმობთ რუსეთის მიერ უკრაინის ოთხი რეგიონის უკანონო ანექსიას, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე სოციალურ ქსელში წერს.

„ამ გადაწყვეტილებას საერთაშორისო ლეგიტიმაცია არ აქვს და ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს. სუვერენული ერების ტერიტორიული მთლიანობა ხელშეუხებელია და საზღვრების ძალით შეცვლა დაუშვებელია", - წერს სამხარაძე „ტვიტერზე".

ვლადიმერ პუტინმა და სეპარატისტმა ლიდერებმა ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ „შეთანხმებებს" ხელი მოაწერეს. მანამდე, რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას უკრაინის ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების „დამოუკიდებლობის" აღიარების შესახებ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×