რეზონანსი
30.09.2022

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას საშემოდგომო გაწვევის შესახებ, რის შედეგადაც, რუსეთის არმიაში 120 პირს გაიწვევენ. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.

მათივე ცნობით, გაწვევა ჩვეულებრივზე ერთი თვით გვიან - 1 ნოემბრიდან დაიწყება.

„2022 წლის 1 ნოემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით სამხედრო სამსახურში გაწვევა განხორციელდეს რუსეთის ფედერაციის 18-დან 27 წლამდე იმ მოქალაქეების, რომლებიც არ იმყოფებიან რეზერვში და ექვემდებარებიან 1998 წლის 28 მარტის „სამხედრო მოვალეობისა და სამხედრო სამსახურის შესახებ" კანონის მოთხოვნას, 120 ათასი ადამიანის ოდენობით", - ნათქვამია დოკუმენტში.

როგორც რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი ორგანიზაციული და სამობილიზაციო უწყების ხელმძღვანელის მოადგილემ, კონტრადმირალმა ვლადიმერ ციმლიანსკიმ განაცხადა, უკრაინაში „სპეცოპერაციაში" ახალწვეულები არ ჩაერთვებიან. მანვე ახალწვეულების მშობლებს მიმართა, რომ ამ მხრივ სანერვიულო არ აქვთ და ერთი წლის შემდეგ მათი შვილები სახლებში დაბრუნდებიან.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×