რეზონანსი
01.10.2022

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო „მწვანე ბარათის" რეგისტრაციისა და მონაწილეობისთვის აუცილებელ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„მწვანე ბარათის" პროგრამაში რეგისტრაციის პერიოდი ცნობილია! ამ პოსტში გიზიარებთ მონაწილეობისთვის საჭირო აუცილებელ ინფორმაციას:

რეგისტრაცია იწყება 5 ოქტომბერს, 20:00 საათზე.

რეგისტრაცია დასრულდება 8 ნოემბერს, 20:00 საათზე.

რეგისტრაცია იყო და არის უფასო.

რეგისტრაცია ხდება მხოლოდ აქ: dvprogram.state.gov

თაღლითობის მაღალი რისკის გამო ნუ მიმართავთ დამხმარე ორგანიზაციებს.

რეგისტრაციისას მოგენიჭებათ უნიკალური კოდი, რომელიც უნდა შეინახოთ.

სტატუსის გაგებას შეძლებთ უნიკალური კოდის გამოყენებით 2023 წლის 6 მაისიდან იმავე ვებგვერდზე: dvprogram.state.gov

აშშ-ის მთავრობა არ გამოგიგზავნით სტატუსის შესახებ შეტყობინებას.

შერჩევის შემთხვევაში აშშ-ის მთავრობა არ უზრუნველყოფს რამე სახის პირად მომსახურებას, როგორიცაა მგზავრობის ხარჯები, საცხოვრებლის პოვნასა თუ დასაქმებაში დახმარება და სხვა.

მონაწილეობამდე აუცილებლად გაეცანით ინსტრუქციას: https://ge.usembassy.gov/.../immigrant.../diversity-visa-ka/

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×