რეზონანსი
01.10.2022

ხარკოვის ოლქის კუპიანსკის რაიონში ავტომობილების კოლონა დაბომბეს, სადაც მშვიდობიანი მოქალაქეებიც იმყოფებოდნენ, - ინფორმაციას უკრაინული მედია ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ოლეგ სინეგუბოვზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისივე ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, 20 ადამიანი დაიღუპა.

„ადგილზე პოლიცია და ექსპერტები იმყოფებიან. საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. დეტალები ზუსტდება. ოკუპანტები თავს დაესხნენ სამოქალაქო პირებს, რომლებიც ცდილობდნენ დაბომბვისგან თავის დაღწევას. ეს არის სისასტიკე, რომლის გამართლებაც შეუძლებელია", - წერს ის.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, საუბარია სამოქალაქო კოლონაზე, რომელშიც ბავშვებიც იმყოფებოდნენ. თავდასხმა „ნაცრისფერ ზონაში" - ლუგანსკის ოკუპირებულ სვატოვსა და ხარკოვის ოლქის გათავისუფლებულ კუპიანსკს შორის მოხდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×