რეზონანსი
01.10.2022

ესპანეთში, სამეცნიერო ფესტივალზე აფეთქების შედეგად 18 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 10 ბავშვია. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა anews ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, აფეთქება ჟირონას უნივერსიტეტში სამეცნიერო ფესტივალზე მოხდა. როგორც ცნობილია, უნივერსიტეტის მეცნიერი 200-დან 300 ადამიანის თანდასწრებით ატარებდა ექსპერიმენტს, რომლის მიზანის იყო კასრში თხევადი აზოტისა და ცხელი წყლის რეაქციის ჩვენება, რასაც აფეთქება მოჰყვა.

დაშავებულთა რიცხვი ამ მომენტისთვის 18 ადამიანს აღწევს, მათ შორისაა მეცნიერი და ათი 3-დან 13 წლამდე ასაკის ბავშვი. გამოცემის ინფორმაციით, დაზარალებულებს არ აღენიშნებათ დამწვრობები, თუმცა მათგან უმეტესობას აფეთქებული მეტალის კასრის ნაწილებმა მიაყენა ზიანი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×