რეზონანსი
01.10.2022

დონეცკის ოლქის ლიმანში რამე ფსევდორეფერენდუმის ნიშანიც კი აღარ არის, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, ამ კვირაში დონბასში უკრაინის დროშები მომრავლდა, ხოლო ერთ კვირაში კიდევ უფრო მეტი იქნება.

“მაშინ რა ფსევდორეფერენდუმი? ეს რა, ორი დონეცკის ოლქი არსებობს? დონეცკის ოლქის იამპოლის ორი დასახლება? ან ტორსკოეს ორი დასახლება? უკრაინის წინსვლა გაგრძელდება. უკრაინის დროშა უკვე დონეცკის ოლქის ლიმანშია. იქ ჯერ კიდევ გრძელდება საბრძოლო ქმედებები. თუმცა იქ უკვე აღარ არის რამე ფრევდორეფერენდუმის ნიშანიც კი”, - განაცხადა ზელენსკიმ.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინისთვის ტერიტორიების დაბრუნება ლოგიკურია, მტრისთვის კი ასეთი “შეუსაბამობები” სულ უფრო და უფრო მეტი იქნება.

“უკრაინა თავისას დაიბრუნებს. აღმოსავლეთშიც და სამხრეთშიც. იმასაც, რის ანექსირებასაც ახლა ცდილობდით და ყირიმსაც, რომელსაც 2014 წლიდან ანექსირებულს ეძახიან. ყველგან ჩვენი დროშა იქნება”, - თქვა ზელენსკიმ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×