რეზონანსი
02.10.2022

საცობი ჩვენი ქალაქისთვის იშვიათობას არ წარმოადგენს. თბილისელების უმრავლესობა დღის განმავლობაში დიდი ხნით ქუჩებში „გაჭედილია“.

მეცნიერების კვლევით, საცობებში დგომა პროვოცირებს ნერვული, კუჭ-ნაწლავის, გულსისხლძარღვთადა სასუნთქი სისტემის დაავადებებს, აუარესებს მეხსიერებას და იწვევს დეპრესიის განვითარებას. სიტუაციის გასაუმჯობესებლად საჭიროა ავტომობილი აღვჭურვოთ ნახშირბადის ფილტრებით, რომელიც აირწინაღის პრინციპით მუშაობს.

ძირითად საშიშროებას წარმოადგენს გამონაბოლქვი აირები, რომლებიც ძლიერად აკუმულირდება საცობში, განსაკუთრებით თუ გზაზე ბევრი სატვირთო მანქანაა. როდესაც მანქანა საცობში იჭედება, შიგნით მავნე ნივთიერებების დონე 40%-ით იზრდება, თუმცა ფანჯრის გაღება მაინც არ ღირს. გამონაბოლქვი აირები და ნახშირჟანგის ვარიაციები ბოჭავს სისხლს და არღვევს ჟანგბადის მიწოდების უნარს. ეს იწვევს ყურადღების დროებით დაქვეითებას და ჟანგბადის შიმშილს.

მეორე საშიშროებას წარმოადგენს აზოტის ოქსიდი და დიოქსიდი. თვალის, ცხვირისა და ბრონქების ლორწოვანთან კონტაქტისას წარმოიქმნება აზოტისა და აზოტოვანი მჟავები, რის შედეგადაც ადამიანი გრძნობს წვას და ქავილს თვალის არეში და სუნთქვისას დისკომფორტს. ხანგრძლივი ზემოქმედების შედეგად შეიძლება განვითარდეს ქრონიკული ბრონქიტი, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანის ანთება, გულის დაავადებები, ნერვული აშლილობა და დეპრესია. გამონაბოლქვ აირებში ასევე დიდი რაოდენობითაა კანცეროგენები.

mkurnali.ge

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×