რეზონანსი
02.10.2022

საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სა­ა­კაშ­ვი­ლის უკ­რა­ი­ნე­ლი მე­უღ­ლე ლიზა იას­კო სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში საგანგებო მიმართვას აქ­ვეყ­ნებს. იგი წერს, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გარ­შე­მო ბევ­რი მო­ღა­ლა­ტეა და რომ მისი მთა­ვა­რი შეც­დო­მა ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ უსა­ზღვრო ნდო­ბაა.

“პირ­ვე­ლი ოქ­ტომ­ბე­რი ჩემ­თვის სა­ში­ნე­ლი დღეა. ერთი წელი გა­ვი­და მას ჩემ­დეგ რაც ჩემი ძვირ­ფა­სი მა­მა­კა­ცი, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში პო­ლიტ­პა­ტი­მა­რია. მა­შინ რომ მცოდ­ნო­და, რამ­დე­ნი მო­ღა­ლა­ტეა მის ირ­გვლივ, მხარს არ და­ვუ­ჭერ­დი მის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის შე­სა­ხებ.

მა­შინ მო­ვი­წო­ნე რო­მან­ტი­კუ­ლი იდეა – მხა­რი და­ე­ჭი­რა თა­ვი­სი ხალ­ხის­თვის. ძა­ლი­ან ცოტა ადა­მი­ანს, ან არა­ვის სჯე­რა, რომ მი­ხე­ილს ნამ­დვი­ლად მცი­რე­დი პო­ლი­ტი­კუ­რი ამ­ბი­ცი­ე­ბი აქვს. ის აღიქ­მე­ბა რო­გორც მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კო­სი და არა რო­გორც უბ­რა­ლოდ ადა­მი­ა­ნი.

მას გული სტკი­ო­და ქვეყ­ნი­სა და ხალ­ხის გამო, სჯე­რო­და, თა­ვი­სი ის­ტო­რი­უ­ლი რო­ლის – გა­ე­კე­თე­ბი­ნა ყვე­ლა­ფე­რი სა­ქარ­თვე­ლო­სა და უკ­რა­ი­ნის წარ­მა­ტე­ბის­თვის.

უკვე ერთი წე­ლია ის ვერ ხე­დავს სამ­ყა­როს რე­ა­ლურ სუ­რათს. არ აქვს ინ­ტერ­ნე­ტი, ტე­ლე­ფო­ნი. ინ­ფორ­მა­ცი­ის წყა­რო მის­თვის ტე­ლე­ვი­ზო­რია, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე არხს აჩ­ვე­ნებს და კი­დევ რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი, რომ­ლე­ბიც მას­თან შე­დი­ან.

ერ­თა­დერ­თი, რაც მას აქვს, არის აბ­სო­ლუ­ტუ­რი რწმე­ნა უკ­რა­ი­ნის. რო­დე­საც წე­რი­ლებს მიგ­ზავ­ნის უკ­რა­ი­ნუ­ლად და­წე­რილს, ხში­რად ვტი­რი. ის ხში­რად ამ­ბობს, რომ უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია და რომ ისი­ნი ახლა ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჩვე­ნი მო­მავ­ლის­თვის.

ნე­ტავ, არ გა­ე­კე­თე­ბი­ნა ის, რაც ერთი წლის წინ გა­ა­კე­თა (არ იცო­და რა ელო­და, არ იცო­და, რომ თით­ქმის დახ­მა­რე­ბის გა­რე­შე დარ­ჩე­ბო­და). მაგ­რამ რაც მოხ­და სა­ში­ნე­ლე­ბა იყო.

შეც­დო­მა და­უშ­ვა მი­ხე­ილ­მა? – მხო­ლოდ ერთ რა­მეს ვი­ტყვი – მისი ყვე­ლა­ზე დიდი შეც­დო­მა ადა­მი­ა­ნე­ბის ნდო­ბაა. რა­ღაც აბ­სო­ლუ­ტუ­რი ნდო­ბა, ცუდი ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მარ­თაც.

აუ­ცი­ლებ­ლად და­ის­ჯე­ბა ის, ვინც მას ეს გა­უ­კე­თა. ის შეც­დო­მა­ში შე­იყ­ვა­ნეს, რად­გან იცოდ­ნენ რომ ძა­ლი­ან კე­თი­ლი და მიმ­ნდო­ბია.

მე ვი­ცავ­დი მას და და­ვი­ცავ”, – წერს ლიზა იას­კო.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×