რეზონანსი
02.10.2022

მედიის ცნობით, რუსეთმა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მმართველ საბჭოში ადგილი დაკარგა. Bloomberg-ი წერს, რომ რუსეთმა ვერ მოიპოვა საკმარისი ხმები გაეროს დაქვემდებარებაში მყოფ საავიაციო სააგენტოს მმართველ საბჭოში ხელახლა ასარჩევად, საავიაციო საქმიანობასთან დაკავშირებული იმ ქმედებების გამო, რომლებიც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ჩაიდინა.

საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, დასავლეთში ასევე განაცხადეს, რომ რუსეთმა უკანონოდ მიითვისა ასობით უცხოური თვითმფრინავი, რასაც მოსკოვი უარყოფს.

მარტში რუსეთმა ქვეყნის ავიაკომპანიებს უფლება მისცა, უცხოური კომპანიებისგან იჯარით აღებული თვითმფრინავები რუსეთის თვითმფრინავების რეესტრში გაეტარებინათ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×