რეზონანსი
02.10.2022

მკვლელობა თბილისში - მოკლულია 65 წლამდე კაცი. შემთხვევა ზესტაფონის ქუჩაზე მოხდა. დამანაშავე, სავარაუდოდ, მეზობელია.

ჯერჯერობით უცნობია რა გახდა მკვლელობის მიზეზი. ოჯახის წევრები მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ.

ადგილობრივები მთავარ არხს უყვებიან. რომ ინციდენტში მონაწილე ორივე პირი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. მათ ერთმანეთთან კონფლიქტი მოუვიდათ, რის შედეგადაც 50 წლამდე კაცმა 65 წლის მეზობელი, დათო შერმაგოვი ცივი იარაღით დაჭრა, შერმაგოვი ადგილზე გარდაიცვალა.

"სვამდა მეზობლეთან და მოუკლია კაცი. პარასკევს იყო. ვისთანაც სვამდნენ იმის სახლში მოკლა, მერე ვითომ წაუღია ეს მკვდარი და დაუტოვებია სახლთან" - ამბობენ მეზობლები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე დაკავებულია ერთი პირი.

შერმაგოვის ცხედარი ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან საცხოვრებელ სახლში რამდეიმე წუთის წინ გადაასვენეს.

წყარო: "მთავარი არხი"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×