რეზონანსი
02.10.2022

თბილისში მოკლული 65 წლის კაცის შვილი "მთავარ არხთან" ჰყვება, რომ გარდაცვლილს სხეულის არეში 39 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.

რას მოყვა დაპირისპირება უცნობია. როგორც მოკლულის შვილი ამბობს, 1 ოქტომბერს საღამოს ბრალდებულმა მოკლული სახლში შეიპატიჟა, სადაც მკვლელობა მოხდა.

"სამსახურს რომ მორჩა სახლისკენ ჩამოდიოდა და ეს პიროვნება ქუჩაზე დახვდა. შეიყვანა თავისთან სახლში და სუფრაზე მიიპატიჟა. შემდეგ იქ პროცესში არ ვიცი იმ ადამიანს რა მოელანდა და სრულიად უმიზეზოდ 39 ჭრილობა მიაყენა. კვალის დაფარვის მიზნით, მთელი დღის განმავლობაში მასთან ჰყავდა და თვითონ მოძრაობდა, რომ არ შეემჩნია. გამთენიისას მთელ ქუჩაზე გამოიყვანა წამებით და ქუჩაზე დააგდო. ფსიქიკურად იყო დაავადებული ის პიროვნება და იმ მომენტში რა მდგომარეობაში იყო, რა მოუვიდა, რა მოელანდა კაცმა არ იცის", - ამბობს მოკლულის შვილი.

ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მოკლულს მთელი დღის განმავლობაში ეძებდნენ. მკვლელობა თბილისში გუშინ, 1 ოქტომბერს მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე 1 პირი დააკავეს, გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

წყარო: "მთავარი არხი"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×