რეზონანსი
02.10.2022

რაც შეეხება ნატო-ში წევრობას, იქნება ეს უკრაინა, საქართველო, ფინეთი თუ ნებისმიერი სხვა სახელმწიფო, ეს არის ნატო-ს წევრი ქვეყნების კოლექტიური გადაწყვეტილება და სამწუხაროდ, ამის შესახებ ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ, - ამის შესახებ ნორვეგიის ელჩმა საქართველოში, ჰელენა სანდ ანდრესენმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც ის გამოეხმაურა უკრაინის მიერ ნატო-ში გაწევრიანების ოფიციალური განაცხადის შეტანას.

ამასთან, ნორვეგიის ელჩმა კიდევ ერთხელ დაგმო რუსეთის აგრესია უკრაინაზე და განაცხადა, რომ ამ ომში ნატო უკრაინელი ხალხის გვერდით იმყოფება.

"ვგმობთ ამ საშინელ, უსამართლო და ყოვლად გაუმართლებელ ომს, რომელსაც რუსეთი უკრაინაში უკვე 7 თვის განმავლობაში აწარმოებს. უკრაინელმა ხალხმა ძალიან კარგად აჩვენა, რომ მათ შეუძლიათ არა მხოლოდ წინააღმდეგობის გაწევა, არამედ ისინი დაამარცხებენ კიდეც რუსეთს. ნატო ამაში ყოველთვის მხარს დაუჭერს უკრაინას", - განაცხადა ნორვეგიის ელჩმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×