რეზონანსი
02.10.2022

„საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა" ლევან კობიაშვილმა, ტელეკომპანია „ფორმულას" ეთერში გასულ ჩანაწერზე კომენტარი გააკეთა.

„ფაქტთან დაკავშირებით შესაბამის სამსახურებს აქვთ უკვე ინფორმაცია. შესაბამისად, ჩვენთვის, ფეხბურთის ფედერაციისთვის, ყოველთვის იქნება მთავარი თითოეული ჩვენი წევრის, მოთამაშის უსაფრთხოება იყოს დაცული. რა თქმა უნდა, ეს შესაბამისი სამსახურების საქმიანობაა. ხაზი მინდა გავუსვა, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არავის ჰქონდეს საშუალება, ის დაძაბულობა, გაუგებრობა შემოიტანოს გუნდში, რომელიც არის ერთიანი, წარმატების გზაზე. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ და ამ წარმატების გზას ერთობლივად გავაგრძელებთ", - განაცხადა კობიაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×