რეზონანსი
02.10.2022

თბილისის მერმა კახა კალაძემ დიზაინერ დემნა გვასალაის და კიდევ 19 პირს საპატიო თბილისელის წოდება მიანიჭა.

"პასუხისმგებლობის გაცნობიერებით, პროფესიონალიზმით, საქმის და ქვეყნის სიყვარულით სავსე ადამიანებზე დგას თბილისი და მისი მრავალსაუკუნოვანი ისტორია.

ბედნიერი ვარ, რომ ასეთი ადამიანები ჩვენ გვერდით მრავლად არიან და დღეს მაქვს პატივი, რომ კიდევ ერთხელ მადლობა ვუთხრათ მათ იმისთვის, რაც ჩვენი ქალაქისთვის უკეთებიათ, აკეთებენ და მომავალში გააკეთებენ", - თქვა კალაძემ სიტყვით გამოსვლისას.

თბილისის საპატიო მოქალაქეები გახდნენ:

შალვა ამონაშვილი - მეცნიერი, პედაგოგი, ფსიქოლოგი;

თენგიზ არჩვაძე - მსახიობი;

ტარიელ ჭანტურია - მთარგმნელი, პოეტი;

ჯემალ ღაღანიძე - მსახიობი;

მერაბ კოკოჩაშვილი - კინორეჟისორი, პედაგოგი;

მინდია უგრეხელიძე - სამართალმცოდნე;

ვახტანგ ჯავახაძე - პოეტი, მწერალი, მთარგმნელი ;

ჯემალ სეფიაშვილი - კომპოზიტორი;

ბადრი ვადაჭკორია - ჟურნალისტი, ფოტოხელოვანი;

გურამ ბექაია - ფიზიოლოგი, მეცნიერი;

ილია ხეროდინაშვილი - ინჟინერი, მეცნიერი;

ლაურა იაშვილი - მუსიკოსი, პიანისტი;

რევაზ ასათიანი - ინჟინერ-მშენებელი;

ვახტანგ დავითაია - არქიტექტორი, პედაგოგი;

მაია გოთუა - ალერგოლოგი, იმუნოლოგი;

ვან ბაიბურთი - პოლიტიკოსი, ჟურნალისტი;

ჰასან ჰასანოვი - აზერბაიჯანელი დიპლომატი;

ელიზაბეთ სომბარტი (Elizabeth Sombart) - ფრანგი პიანისტი;

ელდარ შენგელაია - რეჟისორი;

დემნა გვასალია - დიზაინერი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×