რეზონანსი
03.10.2022

რუსეთს მის მიერ ოკუპირებული ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გენერალური დირექტორი, იგორ მურაშოვი გაათავისუფლეს.

ამის შესახებ ინფორმაციას „ტვიტერის" საკუთარ გვერდზე ტომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ხელმძღვანელი რაფაელ გროსი ავრცელებს.

„მივესალმები უკრაინის ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გენერალური დირექტორის იგორ მურაშოვის გათავისუფლებას. მე მივიღე დადასტურება, რომ ბატონი მურაშოვი უსაფრთხოდ დაბრუნდა საკუთარ ოჯახში" , - აღნიშნა გროსიმ.

შეგახსენებთ, რუსმა პატრულმა მურაშოვი პარასკევს დააკავა. როგორც უკრაინის სახელმწიფო ატომურმა კომპანიამ „ენერგოატომმა" განაცხადა, რომ რუსმა სამხედროებმა მურაშოვის მანქანა გააჩერეს, თვალები დაუფარეს და წაიყვანეს

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×