რეზონანსი
03.10.2022

პარტია „ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ინფორმაცია „ხალხის ძალის" გაფართოებასთან დაკავშირებით, რომან გოცირიძის მიერ გავრცელებული დამახინჯებული ინფორმაციაა.

მამუკა მდინარაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, რომან გოცირიძე პარლამენტში მიყურადებითაა დაკავებული, თუმცა იმის 10%-ს იგებს რაც ხდება.

„რომან გოცირიძე ასინეთასავით დადის და ხან იქ მიაყურადებს და ხან აქ მოაყურადებს ხოლმე, ოღონდ 10% გაიგო იმის, რაც აქ ხდება სინამდვილეში. მე დღეს ამასთან დაკავშირებით არანაირ განცხადებას არ გავაკეთებ. მართლაც, ბატონი რომანი დადის ხოლმე და რიგებში ისმენს. ამ საქმიანობით არის დაკავებული, მიდი-მოდის და იქ ყურს მოკრავს რაღაცებს, კარგად ვერ ისმენს და დამახინჯებულ ინფორმაციას გადმოსცემს ხოლმე. ერთ რაღაცას მოკრა ყური და შემდეგ განავრცო და სწორი როგორ არის, ამას ასეთი გადაწყვეტილება რომ იქნება, მაშინ გაიგებთ. ბატონი რომანის ინფორმაციებს შეგიძლიათ 10%-ს ხანდახან ენდოთ", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×