რეზონანსი
03.10.2022

საწარმოში, სადაც არასრულწლოვანზე სავარაუდო სექსუალური დანაშაული მოხდა, ღიად საუბარი არ სურთ. 14 წლის გოგონას მონაყოლით, მას 55 წლის კაცი სექსუალურ კავშირს ერთ-ერთი საწარმოს შენობაში სთავაზობდა. ბრალდებულიც და დაზარალებული არასრულწლოვანიც თურქეთის მოქალაქეები არიან, აქვე მუშაობს გოგონას მამაც. შენობის ერთ ნაწილში თანამშრომლებისთვის საცხოვრებელი ფართია გამოყოფილი.

გოგონაც ერთ-ერთ ოთახში, მამასთან ერთად ცხოვრობდა. "კურიერმა" მისი ჩვენება მოიპოვა, სადაც მოზარდი დეტალურად აღწერს, როგორ ავიწროებდა მამის თანამშრომელი, რომელმაც მასთან განმარტოება მოახერხა.

ამ ჩვენებიდან მალევე, 55 წლის მამაკაცი სამუშაო სივრცეში დააკავეს და პოლიციის სამმართველოში გადაიყვანეს. თანამშრომლები ვარაუდობენ, რომ ის უდანაშაულოა. "კურიერი" ქარხნის ერთ-ერთ დირექტორს ესაუბრა, რომელმაც მომხდარის შემდეგ, საწარმოს მუშაობა შეაჩერა და დეტალების გარკვევას ცდილობს.

"კურიერი" დაზარალებულის მამასთანაც მივიდა, რომელმაც სავარაუდო დანაშაული თურქეთში მყოფი მეუღლისგან შეიტყო. არასრულწლოვანმა მომხდარი დედას სატელეფონო საუბრისას გაუმხილა.

"კურიერმა" დაკავებულის ჩვენებაც მოიპოვა, სადაც 55 წლის მამაკაცი არასრულწლოვნის მამის მხრიდან შურისძიებაზე საუბრობს.

დაკავებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. ის მძიმე ბრალდებას უარყოფს. სავალდებულო დაცვის ფარგლებში, მის ინტერესებს საზოგადოებრივი დამცველის იურისტი იცავს.

დაზარალებული მოზარდის საქმეში სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო ჩაერთო. 55 წლის მამაკაცი ახლა პატიმრობაშია. საქმის განხილვა სასამართლოში 16 ნოემბერს დაიწყება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

წყარო: „რუსთავი2“

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×