რეზონანსი
05.10.2022

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, სადგურის მოედანზე ნაკადების მართვა წარმატებით მიმდინარეობს. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პიკის საათებში სადგურის მოედანი გადატვირთული იყო და მგზავრები ხაზებს შორის გადაადგილებას ვერ ახერხებდნენ. ამის გამო თბილისის მერიამ ნაკადების მართვისთვის თანამშრომლები გამოყო.

"სადგურის მოედანზე დავიწყეთ ჩვენი თანამშრომლები ნაკადების მართვა, რაც წარმატებით მიმდინარეობს. მინდა ჩვენს თანამშრომლებს მადლობა გადავუხადო. ძალიან მნიშვნელოვანია ამ საქმის გაგრძელება, განსაკუთრებით პიკის საათებში. ვაკვირდებოდით, მთელი ერთი კვირის განმავლობაში გადაადგილების პრობლემა არ შექმნილა. ნაკადების მართვას გავაგრძელებთ, როდესაც მგზავრთა დიდი ნაკადი მოიყრის თავს სადგურის მოედნის გადასასვლელ გვირაბში", - განაცხადა კალაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×