რეზონანსი
05.10.2022

უკვე აღარ არის არანაირი საუბრები უკრაინის პოტენციურ ნეიტრალიტეტზე, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა სკანდინავიური ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანება ჩრდილოატლანტიკურ ალანსს მხოლოდ გააძლიერებს.

"უკვე აღარ არის არანაირი საუბრები უკრაინის პოტენციურ ნეიტრალიტეტზე ან რამე სხვაზე. ჩვენი კურსი ნატოში წევრობაა. ჩვენი მიზანი ამ ომში - საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის სრული აღდგენაა. ამიტომ ჩენ დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი წევრობა ალიანსს მხოლოდ გააძლიერებს", - აღნიშნა ერმაკმა.

მან ასევე მოუწოდა დანიის, შვედეთის, ნორვეგიისა და ფინეთის წარმომადგენლებს, რომ ალიანსში გაწევრიანების გზაზე მხარი დაუჭირონ უკრაინას.

"ჩვენ გვესმის, რომ ეს გზა მარტივი არ არის, ისეთი არ არის, რომლის გავლაც სწრაფად იქნებოდა შესაძლებელი. თუმცა ამ ომმა სრულიად შეცვალა მსოფლიო - როგორი იყო ის 24 თებერვლამდე და როგორი გახდა რუსეთის შემოჭრის შემდეგ. ამიტომ მიდგომები და პროცედურები შესაცვლელია. უდავოდ, კონსენსუსის, ალიანსის ყველა წევრის ერთობის დაცვით", - თქვა ერმაკმა.

მან აღნიშნა, რომ დღეისთვის უკრაინამ, ნატოს წევრის სტატუსის გარეშე, პარტნიორების მხარდაჭერით უკვე გაანადგურა რუსი აგრესორის პოტენციალის 50%.

ერმაკის თქმით, ნატოში გაწევრიანების გზაზე, უკრაინას უსაფრთხოების გარანტიები დასჭირდება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×