რეზონანსი
06.10.2022

უკრაინის გარეშე ნატოს კავშირი ისეთი ძლიერი არ არის, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

"ვთვლი, რომ უკრაინის გარეშე ნატოს კავშირი ისეთი ძლიერი არ არის, განსაკუთრებით ევროპულ კონტინენტზე. ჩვენ ვხედავთ ვინ არიან ჩვენი მეზობლები, როგორი მეზობლები და როგორი რისკებია და ა.შ. ვთვლი, რომ ევროპის აღმოსავლეთში სიმყარისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

ამავდროულად მისი თქმით, უკრაინის განაცხადის განხილვის საკითხში "პასი" ახლა ნატოს მხარესაა.

"ჩვენ მადლობელი ვართ დახმარებისთვის, ღია კარისთვის, მაგრამ დღეს ჩვენ ვამბობთ და პასს ვაძლევთ ძალიან მნიშვნელოვან და სწორ მომენტში, როდესაც არა მხოლოდ უკრაინამ უნდა აჩვენოს საკუთარი ძალა რუსეთს, არამედ როდესაც მოკავშირეებმაც, ალიანსმაც უნდა აჩვენოს, რომ რუსეთის ფედერაციის არ ეშინიათ", - დასძინა ზელენსკიმ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×