რეზონანსი
06.10.2022

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი საქართველოში შვეიცარიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჰაიდი გრაუს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგის გარდა, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარე პროცესებზე და კონფლიქტების მოგვარების პერსპექტივაზე.

„ახლო მომავალში იგეგმება შვეიცარიის პარლამენტის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან. ელჩთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ იმ საკითხებზე, რომელიც ამ დელეგაციის ინტერესის საგანს წარმოადგენს, მათ შორის საკითხებზე, რომელიც ეხება კონფლიქტების თემას, ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ პროცესებს და მათი მოგვარების შესაძლო გზებს", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×