რეზონანსი
06.10.2022

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საკუთარ Twitter გვერდზე ქალაქ პრაღაში მიმდინარე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების პლენარულ სესიაში მონაწილეობასთან დაკავშირებით წერს.

მთავრობის მეთაურის თქმით, აღნიშნულ პლატფორმაში მონაწილეობით საქართველო ჩართულია ევროპასთან ერთად დღის წესრიგში არსებული აქტიუალური საკითხების განხილვაში.

"მოხარული ვარ,რომ ვმონაწილეობ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) შეხვედრის პლენარულ სესიაში ,რომელიც ჩეხეთში იმართება.

მადლობა ჩვენს ევროპელ პარტნიორებს საქართველოსთვის ამ მნიშვნელოვანი პლატფორმის შეთავაზებისთვის, სადაც შესაძლებლობა გვაქვს განვიხილოთ საქართველო-ევროკავშირის საერთო დღის წესრიგის აქტუალური საკითხები.

დარწმუნებული ვარ, რომ ახალი ინიციატივა ხელს შეუწყობს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოს წინსვლას", - წერს პრემიერი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×