რეზონანსი
07.10.2022

გერმანიის ყოფილი კანცლერის ანგელა მერკელის თქმით, ევროპაში გრძელვადიანი მშვიდობა რუსეთის ჩართვის გარეშე ვერ დადგება. ეს განცხადება მერკელმა გერმანული გამოცემის „ზიუდოიჩე ცაიტუნგი“ 77 წლის იუბილეზე, მიუნხენში გამართულ ღონისძიებაზე გააკეთა.

„ვიდრე ამას არ გავაკეთებთ, ცივი ომი რეალურად არ დასრულდება“, – აღნიშნა მერკელმა.

გერმანიის ყოფილი კანცლერმა ასევე მოუწოდა ევროპას, რუსეთის მხრიდან ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარას სერიოზულად მიუდგნენ.

„ჩვენ ეს სიტყვები სერიოზულად უნდა აღვიქვათ და სერიოზულად მივუდგეთ და არა როგორც ბლეფს“, – განაცხადა გერმანიის ყოფილმა კანცლერმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×