რეზონანსი
07.10.2022

გამიჭირდება საუბარი „ნაციონალური მოძრაობის" შიდაპარტიულ დაპირისპირებაზე, თუმცა ცხადია, დაპირისპირებაზე უკვე ღიად საუბრობენ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა.

კახა კალაძემ კომენტარი გააკეთა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო თოფურიძის „ნაციონალურ მოძრაობასთან" დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაზე.

კახა კალაძის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში" ერთმანეთს კომპრომატებით ემუქრებიან.

„გამიჭირდება საუბარი „ნაციონალური მოძრაობის" შიდაპარტიულ დაპირისპირებაზე, თუმცა ცხადია, ეს დაპირისპირება არსებობს და ამაზე უკვე ღიად საუბრობენ. ერთმანეთს კომპრომატებით ემუქრებიან. ასე რომ, თვითონ გაერკვიონ და დალაგდნენ. მე არც სურვილი და დრო მაქვს, ვარკვიო, როგორ და რა გადალაგება იქნება „ნაციონალურ მოძრაობაში", - განაცხადა კახა კალაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×