რეზონანსი
24.11.2022

საქართველოს ჰყავს ძლიერი მხარდამჭერები ესპანეთში, როგორც სენატში ისე კონგრესში. ჩვენ ამ შეხვედრების დროს დავრწმუნდით, რომ ესპანეთის პარლამენტი, ხელისუფლება ზოგადად, მხარს უჭერს, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღების კუთხით ჰქონდეს ის პროგრესი, რომელსაც იმსახურებს,-ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომელიც საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, ვიზიტით ესპანეთის სამეფოში იმყოფება.

პარლამენტის თავმჯდომარემ ესპანეთის სამეფოში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი შეაჯამა. მისი განცხადებით, შეხვედრებზე ესპანეთის მხრიდან ევროკავშირში საქართველოს წევრობის მხარდამჭერი პოზიციები გამოიხატა. მისივე თქმით, ეს მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, რადგან ესპანეთი მომავალ წელს შვედეთისგან ევროკავშირის თავმჯდომარეობას გადაიბარებს.

„გვქონდა საუბარი, რომ სამწუხარო იყო ის გადაწყვეტილება, როდესაც სხვა ორი ქვეყნისგან განსხვავებით საქართველოს არ მიენიჭა კანდიდატის სტატუსი და მნიშვნელოვანია, რომ ეს მდგომარეობა გამოსწორდეს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ესპანეთის პოზიცია, გამომდინარე იქიდან, რომ მომავალი წლის მეორე ნახევარში ესპანეთი გახდება ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა, ამიტომ, რა თქმა უნდა მათი ინიციატივა, მათი მხარდაჭერა ამ მხრივ არის გადამწყვეტი", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, შალვა პაპუაშვილთან ერთად, შედიან ლევან იოსელიანი, დავით სონღულაშვილი, ბექა ოდიშარია, ლევან ქარუმიძე, ირმა ზავრადაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ლევან მახაშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×