რეზონანსი
24.11.2022

ვფიქრობ, ვენეციის კომისია უკრაინასაც უარს ეტყვის, ეს კანონი იმდენად ცუდი კანონია, ნებისმიერ ადამიანს შეეძლება, საკონსტიტუციო სასამართლოში იჩივლოს, - ამის შესახებ „გირჩის" წევრმა, ჰერმან საბომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

„დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი არსად არ უნდა გადავაგზავნოთ. ის უნდა გავაუქმოთ, არ მივიღოთ მესამე მოსმენით, ჩავაგდოთ, რადგან ეს კანონპროექტი არანაირ კავშირში არ არის იმ პრობლემასთან, რომელიც დღეს საქართველოში გვიდგას. ფაქტი, რომ გვითხრეს - კანონპროექტი გადააგზავნეთ ვენეციის კომისიაშიო, პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ ეს კანონპროექტი მათ არ მოსწონს. ვფიქრობ, ვენეციის კომისია უკრაინასაც უარს ეტყვის, ეს კანონი იმდენად ცუდი კანონია, ნებისმიერ ადამიანს შეეძლება, საკონსტიტუციო სასამართლოში იჩივლოს. ჯობია, თავი არ მოვიტყუოთ. წინასწარვე არ მივიღოთ ეს კანონი და ვიფიქროთ, ამ პუნქტის შინაარსობრივ შესრულებაზე", - განაცხადა საბომ.

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოს მოუწოდებს, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი, ვენეციის კომისიაში გადაგზავნოს. ამერიკის ელჩი საქართველოში კი ამბობს, რომ უკრაინამ ვენეციის კომისიიდან კანონი გამოიწვია და მნიშვნელოვანია ახლა საქართველოდან გაიგზავნოს პროექტი.

თუმცა, „ქრონიკამ" ევროპის საბჭოს წერილობით მიმართა და შეკითხვაზე, ადასტურებთ თუ არა უკრაინის მიერ კანონის გაწვევას და თუ არა, როდის იგეგმება ვენეციის კომიისის მოსაზრების მომზადება აღნიშნულ კანონზე, ევროპის საბჭოში უპასუხეს: „კანონზე დასკვნის მომზადების მოთხოვნაზე მუშაობა გრძელდება, თუმცა, როდის მომზადდება და გამოქვეყნდება მოსაზრება, ამ ეტაპზე ვერ ვიტყვით".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×