რეზონანსი
24.11.2022

„დროას" ლიდერ ელენე ხოშტარიას განცხადებით, დასაფასებელია, როგორც საუბრობს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, მათ შორის მიხეილ სააკაშვილზე, მაგრამ გადამწყვეტი არის მოქმედება.

ხოშტარიას თქმით, ქვეყანაში არ არსებობს სასამართლო და სწორედ ამიტომ უნდა იმოქმედოს პრეზიდენტმა, სააკაშვილთან დაკავშირებითაც მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება.

„მართლმსაჯულების რეფორმის ყველაზე მთავარი და მარტივი ტესტი, მათ შორის ევროპაში ჩვენი გაწევრიანების პერსპექტივის მთავარი მარტივი ტესტი, რომლის ჩაბარება ზუსტად შეგვიძლია, არის პოლიტპატიმრების გამოშვება, ნიკა გვარამიას შეწყალება, მიხეილ სააკაშვილის ქვეყნიდან გამგზავრება. აქ როლი, ფუნქცია და შესაძლებლობა აქვს პრეზიდენტს. ის საუბრობს ძალიან სწორად უკრაინაზე, ევროპულ პერსპექტივაზე, მაგრამ სამწუხაროდ, არ მოქმედებს. კარგია ტონი, შინაარსი, რომლითაც საუბრობს პრეზიდენტი, მათ შორის მიხეილ სააკაშვილზე, კარგია, რომ მისი პოზიციაა, ქვყნის ღირსების საკითხია, რომ არ უნდა იყოს ამ დღეში სააკაშვილი, ეს დასაფასებელია, ბევრი ამასაც არ შვება, მაგრამ მოქმედება არის გადამწყვეტი. სასამართლო რომ არ გვაქვს ქვეყანაში, სწორედ ამიტომ უნდა იმოქმედოს პრეზიდენტმა, სააკაშვილთან მიმართებაშიც მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, სასამართლო რომ გვქონდეს, მაშინ საერთოდ არ იქნებოდა შეწყალების აუცილებლობა", - აღნიშნა ელენე ხოშტარიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×