რეზონანსი
24.11.2022

ჰოსპიტალიზაციის გადაუდებელი ჩვენება არის გახანგრძლივებული ცხელება, რომელიც გრძელდება რამდენიმე დღე, სუნთქვის უკმარისობა და საერთო სისუსტე, - ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა ვლადიმერ პაპავამ სეზონურ ვირუსებზე საუბრისას განაცხადა.

„მოსახლეობას ამ ეტაპზე გავაფრთხილებთ, რომ ეს არ არის პანიკის საფუძველი. ჯობს, რომ დარჩეთ სახლში, მიიღოთ დიდი რაოდენობით სითხე და იყოთ ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. ჩვენს კლინიკაში 24-საათიანი მიღების რეჟიმში ვმუშაობთ და არანაირი პანიკის საფუძველი არ არის. ადგილები არის, არანაირი გადატვირთული თერაპიული სტაციონარი ჩვენთან არ არის", - აღნიშნა პაპავამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×