რეზონანსი
24.11.2022

ყველა, ვინც თავს თვლის ცივილიზებული სამყაროს ნაწილად, უნდა შეუერთდეს რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარებას. რთული სათქმელია, რას მოიმოქმედებს საქართველოს ხელისუფლება, რომელიც არც თუ ისე ცუდად განწყობილი არის რუსეთის მიმართ, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა ზურაბ ბატიაშვილმა „ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა, რითაც ის ევროპარლამენტის მიერ რუსეთის „ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ" გამოცხადებას გამოეხმაურა.

მისივე შეფასებით, ევროპარლამენტის აღნიშნული გადაწყვეტილება რუსეთის მიერ უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე მუდმივ თავდასხმებს მოჰყვა.

„ეს ყველაფერი მოჰყვა რუსეთის მხრიდან უკრაინის გაუთავებელ დაბომბვებს - მხედველობაში მაქვს სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე მიტანილი უწყვეტი შეტევები, რაც სწორედ ტერორიზმის მუხლში შედის. ცივილიზებული სამყაროში ეს არის წითელი ხაზი, რომლის გადაკვეთასაც არ პატიობენ. ისიც უნდა ითქვას, რომ აშშ-ზე წინ ევროპა წავიდა, რაც მისასალმებელია, განსაკუთრებით კი, რუსეთთან მიმართებით შეიცვალა გერმანიის მიდგომები. კარგი ის არის, რომ ამის შემდეგ რუსეთთან ურთიერთობებზე უფრო მეტი შესაძლებლობა იქნება იმისთვის, რომ მეტი სანქციები დაწესდეს მათთვის, ვინც რუსეთთან სანქციების გვერდის ავლით ჩართული არის ვაჭრობაში და ა.შ.

ყველა, ვინც თავს თვლის ცივილიზებული სამყაროს ნაწილად, უნდა შეუერთდეს ამას. რთული სათქმელია, რას მოიმოქმედებს საქართველოს ხელისუფლება, რომელიც არც თუ ისე ცუდადაა განწყობილი რუსეთის მიმართ. ჯერჯერობით რაც ვნახეთ, საქართველოს ხელისუფლება ამისგან მაქსიმალურად თავს იკავებს, მაგრამ ეს დიდ ხანს ვერ გაგრძელდება", - განაცხადა ზურა ბატიაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×