რეზონანსი
24.11.2022

კრემლის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ კიევს ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმასთან დაკავშირებული სიტუაციის მოგვარება მოსკოვის მოთხოვნების შესრულებით შეუძლია.

როგორც პესკოვი აცხადებს, უკრაინის ხელისუფლებას აქვს ყველა შესაძლებლობა, მოაგვაროს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმასთან დაკავშირებული სიტუაცია და დაასრულოს ხალხის ტანჯვა რუსული მხარის მოთხოვნების შესრულების გზით.

„უკრაინის ხელმძღვანელობას აქვს ყველა შესაძლებლობა, მოაგვაროს (უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმასთან დაკავშირებული სიტუაცია) რუსული მხარის მოთხოვნების შესრულებით და შესაბამისად, შეწყვიტოს ადგილობრივი მოსახლეობის ყველანაირი ტანჯვა", - აღნიშნა პესკოვმა.

შეგახსენებთ, რუსეთი უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს რეგულარულად ბომბავს, რის გამოც, მილიონობით ადამიანი ელექტროენეგიის, წყლისა და გათბობის გარეშე რჩება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×