რეზონანსი
26.11.2022

კოვიდი არ გამქრალა, ვირუსი ცირკულირებს, მაგრამ მდგომარეობა სტაბილურია, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „ქრონიკაში“ განაცხადა.

„კოვიდი ეტაპობრივად გადავიდა რუტინულ პრაქტიკაში, ანუ ჩვენ ყოველდღიურად არ ვაცხადებთ იმ ინფექციურ დაავადებებს, რომელიც შეიძლება ათეულობით გამოვლინდეს, რადგან ეს არის ჩვეულებრივ მიმდინარე რუტინული პრაქტიკა, ახლა ასეა კოვიდიც.

კოვიდის შემთხვევებმა რამდენიმე კვირაა არ სცილდება 150 ცალს, დადებითობის მაჩვენებელი არის 0%, მაგრამ მიუხედავად ამისა ტესტირების პროგრამა გრძელდება, დიაგნოსტიკა მიმდინარეობს, გვაქვს ანტივირუსული მედიკამენტი, გარდაცვალების მაჩვენებელი მინიმალურია. გადის დღეები არც ერთი შემთხვევა არ არის. ეს ყველაფერი განლევისკენ მიდის და მნიშვნელოვანია, რომ ეს მდგომარეობა შევინარჩუნოთ“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო,„ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×