რეზონანსი
26.11.2022

მე ვფიქრობ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან სწორი და მკაფო პოზიცია დაიკავა პრეზიდენტმა, აბსოლუტურად მართებული, მიუხედავად იმისა, რომ ბევრ საკითხთან დაკავშირებით მე მის პოზიციებს არ ვიზიარებ,- ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

„ფაქტია, რომ ამ შემთხვევაში ყველა ხვდება, რომ მოუშუშებელია ჭრილობები, რომელიც აქვს საქართველოს სააკაშვილის მმართველობის შედეგად. ეს საკითხი დღემდე ცხელია. პრეზიდენტი ასე ხედავს ამას, ისევე როგორც ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი. სააკაშვილმა ჩაიდინა დანაშაული, ეს ფაქტია. თუ ჩაიდინა დანაშაული, დიახ, მან პასუხი უნდა აგოს. ახლა მიზეზი შეწყალებისთვის ეს არ არის“, - განაცხადა სარჯველაძემ.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის დაზიანების დონეზე დასკვნა უნდა იყოს წარდგენილი სასამართლოში. ზურაბიშვილის განცხადებით, მას დიდი იმედი აქვს, რომ ამ შეთხვევაში სასამართლო მოწოდების სიმაღლეზე იქნება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×