რეზონანსი
27.11.2022

ლაგოდეხში მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ახალგაზრდა ემსხვერპლა.  შემთხვევა სოფელ ვარდისუბანთან მოხდა. გარდაცვლილები სიძე და ცოლისძმა არიან.

გვიან ღამით 28 და 35 წლის მამაკაცები "მერსედესის" მარკის ავტომობილით დედოფლისწყაროს მიმართულებით გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც ცუდი ხილვადობის გამო, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, მოცურდა და ხეს შეეჯახა. მიღებული დაზიანებებით ორივე მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

დაღუპულები ნათესავები იყვნენ. როგორც ცნობილია, ერთ-ერთ მამაკაცს 5 შვილი ჰყავდა. ისინი სოფელ მირზაანიდან იყვნენ.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

რუსთავი 2

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×