რეზონანსი
27.11.2022

ლა­გო­დეხ­ში მომ­ხდარ ავა­რი­ას 2 ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა. გარ­დაც­ვლი­ლე­ბი არი­ან 28 წლის და 35 წლის მა­მა­კა­ცე­ბი, შენ­გე­ლი ბა­რა­მაშ­ვი­ლი და გო­გი­ტა თა­რაშ­ვი­ლი.

შემ­თხვე­ვა გვი­ან ღა­მით სო­ფელ ვარ­დი­სუ­ბან­თან მოხ­და. მა­მა­კა­ცე­ბი "მერ­სე­დე­სის" მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლით გა­და­ად­გილ­დე­ბოდ­ნენ, რა დრო­საც უა­მინ­დო­ბის გამო მან­ქა­ნა მო­ცურ­და და ხეს შე­ე­ჯა­ხა. ად­გილ­ზე მი­სულ სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დას ორი­ვე მათ­გა­ნი გარ­დაც­ვლი­ლი დახ­ვდა. გარ­დაც­ვლი­ლე­ბი ერ­თმა­ნე­თის ნა­თე­სა­ვე­ბი არი­ან. ორი­ვე მათ­გა­ნი დე­დოფ­ლის­წყა­როს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი­დან იყ­ვნენ.

"რა უნდა ვთქვა?! ეს ორ­მეტ­რი­ა­ნი მირ­ზა­ა­ნე­ლი ბი­ჭე­ბი გამ­ქრა­ლან 2 სა­ა­თის წინ ავა­რი­ა­ში. ალა­ლი დე­ი­დაშ­ვი­ლი, 35 წლის...არაფ­რის­გან ვქრე­ბით!" - წერს ოჯა­ხის ახ­ლო­ბე­ლი, ჯგუფ "ჩვე­ნე­ბუ­რე­ბის" ერთ-ერთი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი სო­ლო­მონ გო­გაშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუქ­ზე".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×