რეზონანსი
27.11.2022

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, საჭიროა უკრაინის სუვერენიტეტის უზრუნველყოფა, რომ რუსეთი არ წარმოადგენდეს საფრთხეს ევროპისთვის.

როგორც უნგრული გამოცემა 24.hu წერს, ეს განცხადება ორბანმა „ქრისტიან-დემოკრატების" საერთაშორისო გაერთიანების კონგრესზე გააკეთა. ვიქტორ ორბანი აღნიშნული გაერთიანების ვიცე-პრეზიდენტია.

ევროპაში შექმნილი პოლიტიკური სიტუაციის შეფასებისას უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპა ერთდროულად რამდენიმე გამოწვევის წინაშეა, მათ შორის უკრაინაში ომის, თანმხლები ეკონომიკური კრიზისის, არალეგალური მიგრაციისა და „დასავლური ნეომარქსისტული იდეოლოგიის გავრცელების კუთხით".

ვიქტორ ორბანის განცხადებით, ევროპა ერთიანია იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის მისი მიზანი, „მთავარია, რომ რუსეთი არ წარმოადგენდეს საფრთხეს ევროპისთვის, ამისთვის კი საჭიროა სუვერენული უკრაინა", თუმცა, მისი თქმით, ამ მიზნის მიღწევის ინსტრუმენტებთან, კერძოდ კი სანქციებთან დაკავშირებით, მოსაზრებები განსხვავდება.

ორბანმა ასევე აღნიშნა, რომ მოკლევადიან მიზანს რეცესიის თავიდან აცილება წარმოადგენს, თუმცა ომის გამო ენერგორესურსების ფასის ზრდა და ევროკავშირის სანქციები ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის ამ მიზნის მიღწევას ართულებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×