რეზონანსი
27.11.2022

„ბოლო პერიოდში სტაციონარშიც და ამბულატორიაშიც მომართვიანობა გაზრდილია, იმიტომ, რომ მაღალია ავადობა და გავრცელებულია ძირითადად ოთხი სახის ვირუსი, - ამის შესახებ ციციშვილის კლინიკის პედიატრმა მაია ჩხაიძემ „ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ყველაზე ხშირად ეს არის რინოვირუსები და რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი, რომელიც განსაკუთრებით ხშირად ამ ეტაპზე გვხვდება. როგორც მაია ჩხაიძემ აღნიშნა, ასევე არის გრიპის შემთხვევები და კორონავირუსული ინფექცია.

„ბოლო პერიოდში სტაციონარშიც და ამბულატორიაშიც მომართვიანობა გაზრდილია, იმიტომ, რომ მაღალია ავადობა და გავრცელებულია ძირითადად ოთხი სახის ვირუსი. ყველაზე ხშირად ეს არის რინოვირუსები და რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი, რომელიც განსაკუთრებით ხშირად ამ ეტაპზე გვხვდება. ასევე, არის გრიპის რამდენიმე შემთხვევა და კორონავირუსული ინფექცია, ის რა საკვირველია არსად წასულა და ისევ ცირკულირებს. დაახლოებით 20% ავადობის კორონავირუსულ ინფექციაზე მოდის. ყველას კლინიკური ნიშნები მსგავსი აქვთ. მაღალი ცხელება ახასიათებთ, რომელიც 5-6 დღე გრძელდება და ცხელების საწინააღმდეგო მედიკამენტებს ძალიან ძნელად ემორჩილებიან. რაც შეეხება რესპირატორულ-სინციტიურ ვირუსს, ის განსაკუთრებით მძიმედ მიმდინარეობს და უფრო 2 წლამდე ბავშვები ავადობენ. ჩვილები და ახალშობილები განსაკუთრებით საყურადღებონი არიან, იმიტომ, რომ მათ საშუალო და მძიმე შემთხვევების შემთხვევაში ჰოსპიტალიზაცია ესაჭიროებათ",-განაცხადა ჩხაიძემ.

ასევე, მაია ჩხაიძე საქართველოს მოქალაქეებს პრევენციის მიზნით გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.

„ავადობის რაოდენობის გაზრდის მიზეზია ის, რომ ნიღბებს აღარ ვატარებთ, ჰიგიენურ და დაცვის საშუალებებს აღარ ვიყენებთ, ისე როგორც ამ პერიოდში წინა წელს ვიყენებდით. მშობლების საყურადღებოდ, როცა ბავშვი ავად ჰყავთ, ამ შემთხვევაში ბავშვი საბავშვო ბაღში და სკოლაში არ უნდა გაუშვან, რადგან არ მოხდეს სხვა ბავშვების დაავადება და ვირუსის გავრცელება. გარდა ამისა, გრიპის ვირუსის შემთხვევაში კარგი საშუალებაა პრევენციის მიზნით გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. ვაქცინაცია საქართველოს ყველა მოქალაქისთვის ხელმისაწვდომია და ამიტომ, ყველას შეუძლია გაიკეთოს. ვაქცინაციიდან საშუალოდ 4 კვირის შემდეგ გრიპის საწინააღმდეგო სრული იმუნიტეტია ჩამოყალიბებული", - აღნიშნა მაია ჩხაიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×