რეზონანსი
27.11.2022

რადიკალურ ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ თუ თავს დაესხმებიან ქართულ ეკლესიას, მათ მეტი შანსი ექნებათ ძალაუფლების ხელში ჩაგდების, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა. დეპუტატი გამოეხმაურა დედათა მონასტერში მომხდარ ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით ეკლესიის მისამართით გაჟღერებულ ბრალდებებს.

„ხაბეიშვილებით, ლომჯარიებით, იმ „ტროიკით", რომ ცდილობენ ამას, ეს ცალკე ღიმილისმომგვრელია ცხადია. ჩვენ ვიცით, რომ ეს ადამიანები ებრძვიან ყველაფერს ქართულს, იქნება ეს ქართული ეკლესია, ჯარი, უსაფრთხოების სამსახურები, თუ ყველაზე წარმატებული სპორტსმენები და ამას ერთი მიზეზით აკეთებენ - სინამდვილეში ებრძვიან ჩვენს ქვეყანას, მაგრამ მათი ეს ბრძოლა მხოლოდ მათთვის იქნება ძალიან მძიმე შედეგების მომტანი", - განაცხადა იონათამიშვილმა.

დედათა მონასტერში მომხდარ ძალადობის უმძიმეს ფაქტთან დაკავშირებით დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის მიერ გავრცელებულ განცხადებას სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი კომენტარები მოჰყვა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×