რეზონანსი
28.11.2022

მიხეილ სააკაშვილი არ არის იმ მდგომარეობაში, რომ წინ და უკან იაროს - სულ ერთი და იგივე მდგომარეობაში წევს და ადამიანს დაჯდომაც კი არ შეუძლია, - ამის შესახებ გიული ალასანიამ კლინიკა ,,ვივამედში" მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი საქალაქო სასამართლოში ჩანიშნულ პროცესს ექიმების შეზღუდვის გამო ვერ დაესწრო, რადგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

,,არ არის იმ მდგომარეობაში, რომ წინ და უკან იაროს. ძალიან განვიცდიდი, ვიდრე აქ მოვიდოდი, რადგან არ ვიცოდი აქ რა დამხვდებოდა, მაგრამ დამხვდა ის, რომ კიდევ წონა აქვს დაკლებული. სულ ერთი და იგივე მდგომარეობაში წევს და ადამიანს ჯდომაც კი არ შეუძლია. მე, რომ მკითხოთ, ძალიან ცუდად და მძიმედ არის. ორი ლუკმა შეჭამა და იმ წუთში გულისრევა დაეწყო. ფაქტია, რომ ძალიან მძიმე ავადმყოფია. დილით, რომ მოვედი განწყობილი იყო სასამართლოში წასასვლელად. ფაქტია, რომ ექიმებმა ვერ გაუშვეს", - განაცხადა ალასანიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×