რეზონანსი
28.11.2022

ცხრამუხის დედათა მონასტერში ყაჩაღობისა და მონაზვნის გაუპატიურების საქმეზე სასამართლო სხდომა გაიმართა. საქმის პროკურორის, დავით ყაზარაშვილის განცხადებით, მონაზონმა ორივე ბრალდებული ამოიცნო.

„პროკურატურას მსგავს დანაშაულებზე მკაცრი მიდგომა აქვს და ასევე, ორივე ბრალდებულის მიმართ მკაცრი მიდგომა იქნება გამოყენებული. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ორივე მათგანმა კანონის წინაშე მთელი სიმკაცრით აგოს პასუხი. რაც შეეხება სასჯელს, ორივე მათგანს უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, რაც იმას ნიშნავს, რომ განაჩენის დღიდან მთელი ცხოვრების ციხეში გატარება მოუწევთ. ამისთვის, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ.

რაც შეეხება მტკიცებულებებს, დაზარალებულის დეტალური ჩვენებაა, სადაც ძალადობისა და გაუპატიურების ფაქტებს აღწერს. ჩვენთვისაც რთულია ამ ყველაფრის წაკითხვა. დაზარალებულმა ორივე ბრალდებული ამოიცნო. ერთ-ერთი ბრალდებული ადასტურებდა, რომ შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა, თუმცა ფაქტებს უარყოფდა. ყველა მტკიცებულებაა მოპოვებული, რომელიც ადასტურებს ამ ორი ადამიანის მიერ დანაშაულის ჩადენას.

უშუალოდ ადგილზე სათვალთვალო კამერები არ იყო, თუმცა მათ ყველა გადაადგილებას - საიდან სად წავიდნენ, მოვიპოვებთ", - განაცხადა დავით ყაზარაშვილმა.

ხაშურის რაიონულმა სასამართლომ, ხაშურისა და სურამის ეპარქიაში, ყაჩაღობისა და მონაზვნის ჯგუფურად გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ პირებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ცნობისთვის, 26 ნოემბერს ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრამუხაში, დედათა მონასტერში უცნობი პირი შეიჭრა. მონაზონს მძიმე დაზიანებები აქვს მიყენებული, ის კლინიკაში გადაიყვანეს.

იმავე დღეს 27 და 39 წლის კაცები 70 წლის მონაზვნის გაუპატიურებისა და ყაჩაღობის ფაქტზე დააკავეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×