რეზონანსი
29.11.2022

რუსთავში, მეგობრობის ქუჩაზე მეგობრის მიერ დაჭრილი 21 წლის გოგოს ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ამის შესახებ ინფორმაციას „ინფო რუსთავი“ ავრცელებს.

ცენტრალური საავადმყოფოს რეანიმაციული განყოფილების ხელმძღვანელის, პაატა პაატიშვილის თქმით, პაციენტი ოპერაციის შემდეგ რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული, თუმცა ახლა ქირურგიულ განყოფილებაშია გადაყვანილი.

შეგახსენებთ, რუსთავში 18 წლის გოგომ მეგობარი გუშინ დაჭრა. არსებული ინფორმაციით, დაჭრამდე ადგილი ჰქონდა დაპირისპირებას. ერთ-ერთი ვერსიით, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებული არაფხიზელ მდგომარეობაში იყო.

წყარო: TIA.GE

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×