რეზონანსი
29.11.2022

"კობახიძის ლანძღვის ნაცვლად, ჯობია შეეგუოთ, რომ ერთი უნიჭო სიმულანტია ეგ თქვენი სააკაშვილი. ხალხი დაიღალა ამ სუბიექტის სპექტაკლებით,“- წერს ექსპერტი ანდრია გვიდიანი ეკა კვესიტაძის და გიგი უგულავას ფეისბუქ სტატუსის შესახებ.

როგორც გვიდიანი წერს, ამდენი ხანი ვერც ერთმა უცხოელმა თუ ადგილობრივმა ექიმმა დიაგნოზიც კი ვერ დასვა სააკაშვილის ავადმყოფობაზე.

"გიგი უგულავასნაირი, ეკა კვესიტაძისნაირი და სხვა მსგავსი ჯიშის ნახევარუჯრედიანი ელემენტები ირაკლი კობახიძეს ლანძღავენ. როცა კობახიძე გამოდის და სიმართლეს ამბობს, ის ნახევარი უჯრედიც ეყინებათ ხოლმე. კობახიძის ლანძღვის ნაცვლად, ჯობია შეეგუოთ, რომ ერთი უნიჭო სიმულანტია ეგ თქვენი სააკაშვილი. ხალხი დაიღალა ამ სუბიექტის სპექტაკლებით. ხან 3 თვე იშიმშილა, ხან ტუბერკულოზი ჰქონდა, ხან ჭამდა, ხან ვერ ჭამდა, ხან რა მოიგონა და ხან რა. ფაქტი ერთია, ამდენი ხანი ვერც ერთმა უცხოელმა თუ ადგილობრივმა ექიმმა დიაგნოზიც კი ვერ დასვა სააკაშვილის ავადმყოფობაზე. კონკრეტულად რა შეიძლება სჭირდეს ისეთი, რომ მისი უხმაუროდ მკურნალობა შეუძლებელია?! აი, ზუსტად ამიტომ არის სპეკულანტი და ჟულიკი ეგ თქვენი სააკაშვილი. შეეგუეთ იმას, რომ ბოლომდე მოუწევს სასჯელის მოხდა და პასუხისგება ყველა იმ საზიზღრობაზე, რაც მან ამ ქვეყანაში აკეთა. ისედაც პრივილეგირებულ მდგომარეობაშია და, პრაქტიკულად, ციხის ნაცვლად მაღალი დონის კლინიკაში იხდის სასჯელს.“- წერს ანდრია გვიდიანი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×