რეზონანსი
29.11.2022

ეს არის დამატებით, იმ სოციალურ დახმარებასთან ერთად, რომელსაც სოციალურად დაუცველი ოჯახები იღებენ. თუმცა, განსხვავებით სოციალური გასაცემლიდან, რომელიც 65 000 ქულაზეა გადაჭრილი, ბავშვის დახმარება 120 000 ქულაზეა გადაჭრილი. ამის მიზანია უფრო მეტი ბავშვის მოცვა და მოწყვლად ოჯახებში მცხოვრები ბავშვების დახმარება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ ბარკალაიამ სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის დახმარების გაზრდის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

„დღეს მიმღებ ბავშვთა რაოდენობა არის დაახლოებით 220 000. ვფიქრობთ იგივე რაოდენობა იქნება დაახლოებით, რომლებიც გაზრდილ თანხას მიიღებენ 1-ლი ივლისიდან", - აღნიშნავს ბარკალაია.

2023 წლის 1-ლი ივლისიდან, სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება გაიზრდება და 200 ლარი გახდება. მთავრობის გადაწყვეტილებით, ამისთვის 65 მილიონი ლარი დაიხარჯება. პროგრამა, რომელიც 2012 წლამდე საერთოდ არ არსებობდა, წლიდან წლამდე იზრდება. სახელმწიფოსთვის, მოქალაქეებზე მორგებული სოციალური პოლიტიკა, ერთ-ერთი პრიორიტეტია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×