რეზონანსი
29.11.2022

ბოლო მინისტერიალზე მე განვაცხადე, რომ უკრაინას სჭირდება იარაღი, იარაღი და იარაღი. მას შემდეგ ბევრი რამ გაკეთდა ნატოს მხრიდან და ჩვენ ბევრი რამ შევძელით, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ეს იარაღი დაგვეხმარა დაგვებრუნებინა ტერიტორიები, გადაგვერჩინა მოქალაქეები ტანჯვისგან. დიდი მადლობა ნატოს გენერალურ მდივანს და ალიანსის წევრ ქვეყნებს კოორდინირებული მუშაობისა და ჩვენთვის აღმოჩენილო დახმარებისთვის. დღეს მე სხვა სამი სიტყვა მინდა დავასახელო - უფრო სწრაფად, უფრო სწრაფად, უფრო სწრაფად. მადლობა რაც გააკეთეთ, მაგრამ ომი მიმდინარეობს. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ შეგვიძლია რუსეთის დამარცხება. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ შეგვიძლია ომი მოვიგოთ და ეს არის მთელი ევროპული და ევროატლანტიკური სივრცის ინტერესი. გვჭირდება საჰაერო თავდაცვის სისტემები, პატრიოტები და გენერატორები. საჰაერო თავდაცვის სისტემებით დავიცავთ ინფრასტრუქტურას და გენერატორებით შევძლებთ მოსახლეობას ჰქონდეს ცხოვრების ის პირობები, რომელსაც მათ რუსეთი ართმევს", - განაცხადა კულებამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×