რეზონანსი
29.11.2022

ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთობლივ განცხადებაში განაცხადეს, რომ ისინი მტკიცედ უჭერენ მხარს უკრაინის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და პირობა დადეს, რომ მოკავშირეები დაეხმარებიან უკრაინას ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენაში.

„რუსეთის მიუღებელი ქმედებები, მათ შორის ჰიბრიდული აქტივობები, ენერგეტიკული შანტაჟი და დაუფიქრებელი ბირთვული რიტორიკა, ძირს უთხრის წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს", - ნათქვამია განცხადებაში.

„ჩვენ ვგმობთ უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ რუსეთის სისასტიკესა და ადამიანის უფლებების დარღვევებს, როგორიცაა იძულებითი დეპორტაცია, წამება და ბარბაროსული მოპყრობა ქალების, ბავშვებისა და დაუცველ სიტუაციებში მყოფი პირების მიმართ", - აღნიშნულია განცხადებაში.

„ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინასთან ჩვენი პარტნიორობის განმტკიცებას", - განაცხადეს მინისტრებმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×