რეზონანსი
30.11.2022

საქსტატის მონაცემებით, წინასწარი შეფასებით, 2022 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 8.3 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2022 წლის

პირველი ათი თვის საშუალო მაჩვენებელი 10.0 პროცენტით განისაზღვრა.

"2022 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის მიმართულებით

მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: მშენებლობა, ტრანსპორტი და დასაწყობება,

საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, სამთომოპოვებითი მრეწველობა, სასტუმროები და

რესტორნები, ხელოვნება, გართობა და დასვენება.

კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობისა და უძრავ ქონებასთან

დაკავშირებული საქმიანობების დარგებში." აცხადებს საქსტატი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×